სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

“აიპრესს” ფაქტის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით “ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული”.

შეგახსენებთ, 2019 წლის  7 აგვისტოსაც სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. მოგვიანებით სამუშაოები შეწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...