სოფელ გომარეთში ტრადიციულად სახალხო ზეიმი “გომარეთობა” აღინიშნა

სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

სოფელი გომარეთი ქვემო ქართლის რეგიონის ერთი-ერთი უძველესი ქართული სოფელია, რომელიც ქართული ეკლესია-მონასტრების სიმრავლით გამოირჩევა.

სახალხო დღესასწაული „გომარეთობა“ სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან 50-ე დღეს ემთხვევა. ეს დღე სულიწმინდის მოვლინების და ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეა. მისი, როგორც სახალხო დღესასწაულის განახლება დმანისის ეპარქიის მღვდელმსახურის არქიმანდრიტი დიონისეს ინიციატივას უკავშირდება (გვიმრაძე), მისი აღნიშვნა 2007 წლიდან ხდება. დღესასწაულის არსი სოფელ გომარეთის, როგორც ერთერთი ძველი დასახლებული პუნქტის სულიერი სიძლიერის ამაღლება/აღორძინებაა.

ღონისძიების ფარგლებში მხატვრული შემოქმედების კონცერტი გაიმართა. პარალერულად მოეწყო ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები.

დღის განმავლობაში გამართული ასპარეზობების დროს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით საჩუქრები გადასცა.

სიმბოლური საჩუქრები ასევე, საპატიო გომარეთელებს დარეჯან ხმალაძესა და ვახტანგ კეკოშვილს, გომარეთის კულტურის სახლთან გამართული ღონისძიების მსველობის დროს, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძესთან ერთად გადასცა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ.

კომენტარები
იტვირთება...