სოფელ ღვანკითში დღეს “ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები შევიდნენ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დღეს “ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები შევიდნენ, რათა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის საბანკო ოპერაციები განახორციელოს.

სოფელი ღვანკითი კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო 23 აპრილიდან ჩაკეტილია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძიძე და მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

მათი უშუალო ჩართულობით სოფელში დამატებით ამუშავდა მაღაზია და აფთიაქი, რათა მოსახლეობა პირველადი საკვები პროდუქტებითა და წამლით იყოს უზრუნველყოფილი.
ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას და აქტიურად ეხმარებიან ფერმერებს, რომლებმაც მოსავალი მოიყვანეს და რეალიზაციას ვერ ახდენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი რამდენიმე ფერმერის პროდუქციის რეალიზაციის პროცესში პირადად ჩაერთო.
მოსახლეობის დასახმარებლად სოფელში სხვადასხვა სახის სოციალური აქციები მიმდინარეობს. თერჯოლის მერიის მიერ გამოყოფილი და შემოწირულობებიდან დაფინანსებული ქველმოქმედების შედეგად, დახმარება უკვე გადაეცა სოფლის ყველა ოჯახს. ასევე საჭიროების მქონე, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდმა “სოხუმი” და კომპანიამ “სოკარ ენერჯი ჯორჯია” გადასცეს. აღსანიშნავია, რომ თანასოფლელებისათვის საქველმოქმედო აქცია მოაწყო ორმა ადგილობრივმა ოჯახმა. ამ აქციების ფარგლებში სოფლის ყველა ოჯახს გაეწია პროდუქტებით დახმარება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი დახმარება გაიცა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, 70 წელს გადაშორებულ მარტოხელა მოხუცებზე, მრავალშვილიან დედებსა და სხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებზე. ორ ეტაპად დარიგდა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე.
როგორც ლაშა გოგიაშვილი აღნიშნავს, სოფელში ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას ჩაუტარდა თერმოსკრინიგი და ახალი შემთხვევა არ დასტურდება. ადგილობრივების დასახმარებლად და მათი პრობლემების მოსაგვარებლად მუდმივ მზადყოფნაშია მერია, საკრებულო, სოფელში მერის წარმომადგენელი ტარიელ კუბლაშვილი და სოფლის დეპუტატი სოფიო ბუსკივაძე, ასევე მოხალისეები, რომლებიც 24 საათიან კავშირზე არიან მოსახლეობასთან.

ამის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცერლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად