სოფელ გამოჩინებულიდან ზანდოს მიმართულებით და სოფელ გორმაღალში ბეტონის საფარი იგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ გამოჩინებულიდან ზანდოს მიმართულებით და სოფელ გორმაღალში ბეტონის საფარი იგება.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიფენდენთ ბიზნეს გრუპი“ ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს და მოსახლეობას გაესაუბრა. მერმა შემსრულებელ კომპანიას, დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

ადგილობრივების განცხადებით –“სოფელში ასფალტ-ბეტონის გზა არასდროს ყოფილა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად