სოფელ დირბში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გაიხსნა

დღეს, 24 სექტემბერს სოფელ დირბში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, ა(ა)იპ “სკოლამდელი და სკოლიგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების“ მმართველი ნინო მეზვრიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 860 000 ლარი.

საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა ახალი ინვენტარით. კეთილმოეწყო ეზო და დაიდგა ატრაქციონები. საბავშვო ბაღში ამჟამად ფუნქციონირებს 4 ჯგუფი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად