სოფელ დილიკაურში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრებილიტირებული სკოლა გახსნა.

250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 1 425 115 ლარს შეადგენს და ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

იმერეთის რეგიონში მინიტრის მოადგილე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ ზედა საქარასა და სოფელ არგვეთშიც გაეცნო.

300 მოსწავლეზე გათვლილი ზედა საქარის სამსართულიანი თანამედროვე სკოლის შენობაში სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორცილედება და მისი რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება. გარდა იმისა, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებზე, შენობაში იქნება ლიფტი, კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და საბავშვო მოედანი.

მინისტრის მოადგილემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ახლო მომავალში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ასევე 2020 წელს დასრულდება. 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა გათვლილი იქნება თანამედროვე მოთხოვნებზე და მის მშენებლობაზე 3 655 246 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები
იტვირთება...