სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალ ადმინისტრაციულ შენობაში სოფლის ბიბლიოთეკა, შეხვედრების სივრცე და მერის წარმომადგენლის სამუშაო კაბინეტი მოეწყობა.

პროექტი გარდამავალია, სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდება. სამუშაოებს ხულოს მერიის დაკვეთით შპს „ალიგატორი 1“ აწარმოებს, რომლისთვისაც თვითმართველობის ბიუჯეტიდან 371 136 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად