სოფელ ჩხორიაში ჩირის საწარმოს მშენებლობაში 622 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. 
 

პროექტ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში ჩირის საწარმო საწარმოო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ნედლეულიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს დაამზადებს.

ჩირის საწარმოში მუდმივად 9 ადგილობრივი დასაქმდება, სეზონურად კი საწარმო 20 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. განხორციელდება 622 ათასი ლარის ინვესტიცია. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მხარი დაეჭირა 146 საწარმოს, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 366 მლნ ლარი შეადგენა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად