სოფელ ჩაისუბანში ფოლკლორის საღამო “ადგილობრივი ტრადიციები და ადათ-წესები” გაიმართა

სოფელ ჩაისუბანში ფოლკლორის საღამო „ადგილობრივი ტრადიციები და ადათ-წესები“ გაიმართა. ჩაისუბნის სასოფლო კლუბის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. 

ღონისძიებას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მუნიციპალიტეტის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სოფლის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო, ასევე ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები ნარდში, ჭადრაკში, დომინოსა და ტენისში.
ღონისძიება ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად