სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხანძრის შემდეგ სწავლის პროცესის გაგრძელება შეუძლებელია

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში დამწვარი სკოლის მოსწავლეები სწავლის პროცესს ახლო მდებარე სოფლებში გააგრძელებენ. სკოლა მცირე კონტიგენტიანია და სულ 37 მოსწავლე ირიცხება.

როგორც ხონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჯულიეტა ქობალია „აიპრესთან“ აცხადებს ზარალი უახლოეს პერიოდში დაითვლება. შენობა ისეა დაზიანებული რომ იქ სწავლის გაგრძელება შეუძლებელია და ბავშვებს სხვა სოფლებში გადაიყვანენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად