სოფელ ბოდბისხევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში სკოლასთან და ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში 805 მეტრის სიგრძის მანძილზე თხევადი ბეტონის საფარი მოეწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელზეც 199 409 ლარი დაიხარჯა, რეგიონში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად