სოფელ ბოდბეში სკოლის მოსწავლეები ახალ სკოლაში შეხვდნენ სასწავლო წელს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში დაიწყეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ახალი სკოლის მშენებლობა სექტემბერში დაასრულა. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 1 წელიწადში დასრულდა.

90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად