სოფელ ბერძენაულთან მდ. ფრონეზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები

მდინარე ფრონეზე, სოფელ ბერძენაულთან მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები 288 მ. სიგრძის მონაკვეთზე, მავთულბადეში მოქცეული ქვის გაბიონებით.

აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ სულაქველიძემ.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,კახაბერ სტეფნაძე“.

ინფორმაციას ამის შესახებ  ქარელის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად