სოფელ ბეჩოს მოსახლეობა მესტიასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის გაგრძელებას ითხოვს

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელი ბეჩოს მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი მესტიასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივები "აიპრესთან" საუბრისას აცხადებენ, 2014 წელს დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. 

მათი თქმით, უამინდობის დროს ბავშვებს სკოლაში მისვლის საშუალება არ აქვთ და რეგიონის ცენტრს მოწყვეტილები არიან. 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად