სოფელ ბაკიბაკოს პრობლემები – ფოტორეპორტაჟი მაღალმთიანი აჭარიდან

NULL

ხულოში, სოფელ ბაკიბაკოში თავდაპირველად 102 კომლი ცხოვრობდა, ახლა 68 კომლი ცხოვრობს – დაცლილ სოფელსა და მის პრობლემებზე “აიპრესთან” ბაკიბაკოს მკვიდრი 61 წლის ნუგზარ დუმბაძე საუბრობს.
როგორც თავად ყვება, თავდაპირველად სოფელს სულ სხვა ელფერი ჰქონდა, მუშაობასაც ხალისი ჰქონდა, ახლა კი, ბაკიბაკოს ახალგაზრდობა თითქმის აღარ შემორჩა.

სოფელ ბაკიბაკოში შემოსავლის ძირითად წყაროდ მეკარტოფილეობა და მესაქონლეობა სახელდება.

ნუგზარ შავაძის თქმით, სოფელში, სადაც ერთ ოჯახს თავდაპირველად 10-15 ტონა კარტოფილი მოჰყავდა, ეხლა 1 ტონამდე ძლივს აღწევს მოსავალი.

ადგილობრივები ბაკიბაკოში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ, რაც სოფლის დაცლის მიზეზად სახელდება. სოფელში, სადაც ზამთარი დაახლოებით 4 თვეს გრძელდება, თოვლის საფარი კი, ზოგ შემთხვევაში 4 მეტრს აღწევს, გზა თითქმის არ არის. მოსახლეობა აქვე აღნიშნავს, რომ გზის პრობლემა მხოლოდ ზამთარში არ არის – შიდა სასოფლო გზა ამორტიზირებულია, რაც გადაადგილების პრობლემას წელიწადის ნებისმიერ დროს ქმნის. პრობლემებია ელექტროენერგიის კუთხითაც.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე “აიპრესთან” აცხადებს, ბაკიბაკოში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით მუშაობენ – მიმდინარეობს ელექტროენერგიის ხაზების გამოცვლა, რაც შეეხება გზას, აღნიშნული პრობლემა მოსახლეობას ეტაპობრივად მოუგვარდება.

„იცით, რომ მთაში მოსახლეობის დამაგრება გუნდის ძირითადი ამოცანაა?! რაც შეეხება ბაკიბაკოს, როგორც ჩემთვის ცნობილია, ელექტროენერგიის კუთხით, ეტაპობრივად ხდება დგარების შეცვლა, დაზიანებული ქსელების გამართვა.

რაც შეეხება გზას, აღნიშნული პრობლემაც სოფელს ეტაპობრივად მოუგვარდება“,- განაცხადა “აიპრესთან” ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად