სოფელ არცევში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ არცევის მიმდებარედ ე.წ. საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. დაკავების ფაქტს „აიპრესს“ სუს-ში უდასტურებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

17 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე გაიტაცეს.

“აიპრესთან” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გატაცების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, შვიდივე მათგანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...