65 წლის ქალის მკვლელობასა და ყაჩაღობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ არბოშიკში მოხდარი მკვლელობის საქმეზე სამი დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამარათლე თამარ კაპანაძემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგონლობა და ბრალდებულები დავით ჯავახიშვილი, თორნიკე მანჯავიძე და ტარიელ ლამაზოშვილი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, ბრალდებულმა ტარიელ ლამაზოშვილმა თავად განმარტა, რომ წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს 65 წლის თანარ ბაღაშვილის ყაჩაღობას ედავება.

ცნობისთვის, ფაქტი დედოფლის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 6 ნოემბერს მოხდა.

თავდამსხმელებმა 65 წლის ქალი მოკლეს, მისი საცხოვრეველი სახლიდან კი ძვირფასი ნივთები და 3100 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად