სოფელ არბოშიკში 65 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 65 წლამდე ასაკის ქალი მეზობლებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს, რომელიც მარტო ცხოვრობდა, სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება.

ინფორმაცია “აიპრესს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად