სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.

“აიპრესს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაციას ამოწმებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...