სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კი კვლავ გრძელდება.

“ათეულობით მეხანძრე-მაშველი რჩება სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ტყეში, სადაც იყო ხანძარი. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძირს გაქრობითი სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში, წინა დღეების მსგავსად, აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები. ახალი კერები არ გაჩენილა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.”,-განაცხადა “იმედთან” კახეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ხელმძაღვანელმა გიორგი ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად