კომპანია Sony 2020 წლის ბოლოსთვის სათამაშო PlayStation 5-ის მომდევნო თაობას გამოუშვებს. ამის შესახებ კომპანია იუწყება.
“PlayStation 5 თანამედროვე გრაფიკას, ასევე სხივების მოკვლევის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას გთავაზობთ, რაც მოძრავი ობიექტების განათების ეფექტების რეალურ ჩვენებას ხელს უწყობს”,- აცხადებენ Sony–ის ხელმძღვანელები.
გარდა ამისა, ახალ კონსოლს შეეძლება, სწრაფად ჩამოტვირთვოს თამაშები. მას ასევე გააჩნია კომპონენტები, რის გამოც სათამაშო მოწყობილობა შესაბამისი თამაშის სცენებზე ვიბრაციით რეაგირებს. L და R ღილაკები თამაშში მომხდარ სცენაზე იქნება ადაპტირებული.
ადრე, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ PlayStation 5 შემდეგ წელს გამოვიდოდა, მაგრამ ზუსტი ვადები უცნობია. Sony– ს კონკურენტი სათამაშო კონსოლი Microsoft Corp-ია. – ადრე გამოცხადდა, რომ Xbox– ის ახალი თაობა 2020 წლის ბოლოსთვის გამოვა.