სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში ფრანგული აგროუნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში უახლოეს მომავალში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება. ამის შესახებ „კახეთი-იონის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ერიკ ჟანტიმ დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან დაწყებულია მოლაპარაკებები შემდგომი პროცედურების შესახებ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს აგრონომის პროფესიას, გაეცნოს მიმდინარე აგროსიახლეებს და პრაქტიკები საფრანგეთში, ბურგუნდიის აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიაროს.

„ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრანგულ მხარესთან საუბარი, თუ რა შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ ამ პროექტის განვითარებისთვის. დავითი ჯერ მხოლოდ კანდიდატია, მაგრამ უკვე აქტიურად ჩართულია პრობლემების გადაწყვეტაში” ,- აღნიშნა ბურგუნდიის რეგიონის საბჭოს წევრმა "კახეთი-იონის" გამგეობის თავმჯდომარე, ერიკ ჟანტიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად