სომხეთში, ყოველ მილიონ მოსახლეზე Covid19-ით 2,7-ჯერ მეტია გარდაცვლილი, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში 577 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 88-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 31 969 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10802-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 6 კაცი გარდაიცვალა, 5-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში და სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 565-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,77%-ია.

ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 191. ანალოგიური მაჩვენებელი გადაანგარიშებული საშუალოდ მსოფლიოზე, 71,8-ის ტოლია. მაშასადამე, სომხეთში 2,7-ჯერ მეტია კაცია დაღუპული, ვიდრე საშუალოდ იღუპება მსოფლიოში ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 182 (მათ შორის, 2 გუშინ გარდაცვლილი) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 19 633 კაცი – 61,41%, ხოლო 11589 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 134 969 ტესტირება ჩატარდა – 45 605 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ბოლო კვირის განმავლობაში სომხეთში 3363 კაცს – დღიურად, საშუალოდ 480 კაცს – დაუდგინდა ინფიცირება, რაც ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებლებზე – 3961 ინფიცირებული, საშუალოდ, 566 ინფიცირებული დღეში.

სომხეთში ბოლო კვირის განმავლობაში 81 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით კი გარდაცვლილთა რაოდენობა 58 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად