სომხეთში, პარლამენტის შენობასთან ფაშინიანის მოწინააღმდეგეთა მიტინგი დაიწყო

ოპოზიციის მიტინგი ერევანში, მარშალ ბაგრამიანის გამზირზე, სომხეთის პარლამენტის შენობასთან დაიწყო. ამ დროისთვის მასში 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიციაც, მაგრამ მათ უმეტესობას თან არ აქვს იარაღი და დამცავი აღჭურვილობა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო მთიანი ყარაბაღის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ და გამწვავების ფაზაში გადაიზარდა 25 თებერვალს, როდესაც გენერალური შტაბის უფროსმა და არმიის 40-მა უფროსმა ოფიცერმა ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი არ მოაწერა განკარგულების პროექტს გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილ ვადებში, თუმცა, იგი არ ედავებოდა ფაშინიანის შუამდგომლობას გასპარიანის გათავისუფლების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის ნაცვლად, სარქისიანმა სასამართლოს განსახილველად გაუგზავნა კანონი, რომელიც პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას შესთავაზოს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება კონკრეტული დასაბუთების გარეშე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...