სომხეთში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

გიუმრის ცენტრში, პროკურატურის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შეჭრას ცდილობენ.

სამართალდამცავები იძულებული გახდნენ საკვამლე კოჭები და ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. დაშავებულები და დაჭრილები არიან როგორც მომიტინგეთა, ასევე სამართალდამცავების მხრიდან. ისმის აფეთქების ხმები. პროტესტანტები პოლიციის მიმართულებით ბოთლებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ისვრიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 12 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"პირველი სომხური საინფორმაციოს" ფოტოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...