სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დახარისხებას და უიმედო ავადმყოფთათვის მკურნალობაზე უარის თქმას არ გამორიცხავენ

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 374 კაცს დაუდგინდა, 52-ით მეტს, ვიდრე გუშინ.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 6302 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 2 129 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 77 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 32 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში კი ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგთა რჩევებს და გარდაცვლილებში აღრიცხავენ არა მხოლოდ მათ, ვისაც კორონავირუსი დადგენილი ჰქონდა, არამედ მათაც, რომლების ტესტის ჩატარებამდე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპმპტომებით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,22%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 26,0-ს.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 62 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 2936 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 46,59-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 3 257

დღემდე, სომხეთში, 49 080 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 16 584-ს ყოველი მილიონიდან.

შეგახსენებთ:

9 მაისს მსომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, რომ განაცხადა, რომ სომხეთი შემთხვევათა ოდენობის გაორმაგების 15 დღიან ეტაპზე იმყოფებოდა და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო 24 მაისს ინფიცირების 6350, ხოლო 8 ივნისს კი 12700 შემთხვევის დაფიქსირება.

19 მაისს არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ აღარ მოხდება იმ პირთა იზოლირება სავადმყოფოებსა და სასტუმროებში, რომელთაც ტესტით დაუდგინდათ კორონავირუსი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან დაავადება მსუბუქადაა გამოხატული. ამის მიზეზად მან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაღალი ტემპი და საავადმყოფოებში არსებული საწოლების და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების აუცილებლობა დაასახელა.

სომხეთმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს შემოიღო ერთი თვით, შემდეგ გააგრძელა იგი ორჯერ, ასევე თითო-თითო თვით გააგრძელა. ამასთან ერთად მან 4 მაისიდან მოხსნა შეზღუდვები ზოგიერთი სახის ეკონომიკურ საწქმიანობაზე, ხოლო 18 მაისიდან დაუშვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სპოტული დარბაზების, საბავშვო ბაღების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირება.

“ჩვენ ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია”, – განაცხადა გუშინწინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.

“შეიძლება ჩვენ გადავიდეთ გაღრმავებულ სორტირებაზე, მაგალითად, როგორც სამხედრო მდგომარეობის დროს, როდესაც სამკურნალოდ მიიღებიან ის პაციენტები, რომელთაც აქვთ შანსი, რომ გადარჩნენ და პირიქით. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღებში ჩვენ ამაზე გადავიდეთ, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს ეს რომ არ მოხდეს”, – დაწერა გუშინ საკუთარ ფეისბუქზე სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად