სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 172 816 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3202 ადამიანი.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 4 889 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...