სომხეთში, კორონავირუსის სიმპტომის მქონე 4 წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 515 კაცს დაუდგინდა, 2-ით ნაკლებს, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 10 524 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 3 556 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

ამ მაჩვენებლით სომხეთი ევროპაში შვედეთის და შვეიცარიის მომდევნო მეცხრე ადგილს იკავებს.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 12 კაცი გარდაიცვალა, 7-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 170 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 59 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,62%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 57,4-ს.

სომხეთში, დღეს, მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა სიხშირიანობის მსოფლიო საშუალოზე 8,3-ით უფრო დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა სიხშირიანობით სომხეთი ევროპაში მე-18 ადგილზე გადავიდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 27 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 454 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 32,82%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 6841

სომხეთში 61 650 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 20 831 კაცს ყოველი მილიონიდან.

დღეს სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სიმპტომებიან 4 წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა.

მინისტრის თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამინისტრო მზად იყო ასეთი შემთხვევისთვის და წინასწარ შეიძინა სამკურნალო პრეპარატი.

შეგახსენებთ: 1 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად