სომხეთში კარანტინი შესაძლოა კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივდეს

სომხეთის ხელისუფლება 2020 წლის სექტემბერში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული კარანტინის გაგრძელებას კიდევ 6 თვით გეგმავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანაიტ ავანესიანმა განაცხადა.

“კარანტინის გაგრძელების პროექტი უკვე მთავრობაშია. ვფიქრობ, დღეს ის დამტკიცდება. ჩვენ კარანტინს კიდევ 6 თვით ვაგრძელებთ, რადგან კარანტინის შესახებ გადაწყვეტილება გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენ უფრო მეტად ან ნაკლებად მკაცრი შეზღუდვების გამოყენების საშუალებას გვაძლევს”, – განაცხადა მან.

სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 148 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 226 135-ს მიაღწია. ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 4549 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 გასული დღე ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 1105 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

კომენტარები
იტვირთება...