სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის ქვეყანაში 4 700 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 172 456 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 200 ადამიანი.