სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა და 580 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 580 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 82-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 27 900 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 9427-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 8 კაცი გარდაიცვალა, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში და სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 477-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,71%-ია, ხოლო ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 161.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 157 (მათ შორის, 1 გუშინ გარდაიცვალა) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 15 935 კაცი – 57,11%, ხოლო 11 331 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 120 245 ტესტირება ჩატარდა – 40 630 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად