სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა და 210 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 210 კაცს დაუდგინდა, 235-ით ნაკლებს, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 9492 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 3 207 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 139 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 55 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,46%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 47,0-ს.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 16 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 402 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 35,84%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 5 896

სომხეთში 58 668 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 19 824-ს ყოველი მილიონიდან.

შეგახსენებთ:

30 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების წინადადებაზე, მათ შორის, იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც COVID-19 დაუდგინდათ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამის აუცილებლობა არ წარმოიშვება”

დღეს, ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. მისი თქმით, მას სიმპტომები არ აქვს.

ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, მუშაობას რეზიდენციიდან გავაგრძელებ, – განაცხადა მან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად