სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა და 706 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 706 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 126-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 28 606 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 9666-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 7 კაცი გარდაიცვალა, 1-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში და სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 484-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,69%-ია, ხოლო ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 164.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 158 (მათ შორის, 1 გუშინ გარდაიცვალა) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 16 140 კაცი – 56,42%, ხოლო 11 824 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 122 682 ტესტირება ჩატარდა – 41 454 ყოველ მილიონ მოსახლეზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად