სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა და 547 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 547 კაცს დაუდგინდა, 49-ით ნაკლებს, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 12 364 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 4 178 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

ამ მაჩვენებლით სომხეთმა დიდ ბრიტანეთს გადაასწრო და გადაასწრო და ევროპაში მეექვსე ადგილზეა შვედეთის შემდეგ, სადაც ყოველ მილიონ მოსახლეზე 4254 ინფიცირებულია.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 190 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 69 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,54%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 64,2-ს

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 207 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 720 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 30,09%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 8 385

სომხეთში 66 674 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 22 529 კაცს ყოველი მილიონიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად