სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა და 460 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 460 კაცს დაუდგინდა, 18-ით მეტს, ვიდრე გუშინ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა სომხეთში პირველად დაფიქსირდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 8 676 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 2 932 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 120 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 45 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. რიგ ქვეყნებში კი ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგთა რჩევებს და გარდაცვლილებში აღრიცხავენ არა მხოლოდ მათ, ვისაც კორონავირუსი დადგენილი ჰქონდა, არამედ მათაც, რომლების ტესტის ჩატარებამდე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპმპტომებით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,38%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 40,5-ს.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 10 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 297კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 38,00%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 5 214

დღემდე, სომხეთში, 56 042 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 18936-ს ყოველი მილიონიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად