სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა და 225 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 225 შემთხვევა დაფიქსირდა 25-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 40 410 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13654-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა შორის ორი ქალია (54 და 80 წლის) და 4 კაცი (59, 68, 70 და 89 წლის). გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთს, 59 წლის მამაკაცს არ ჰქონდა თანმდევი დაავადება.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 791 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,96%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 267.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 32520 კაცი – 80,48%, ხოლო 6 871 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 176 014 ტესტირება ჩატარდა – 59 474 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ცხრა დღის საშუალო კი 207 ინფიცირება და 5,9 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად