სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა და 196 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 196 შემთხვევა დაფიქსირდა 144-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 39 298 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13279-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა, 2-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა შორის 3 ქალია – 47, 52 და 67 წლის და 3 კაცი – 60, 68 და 71 წლის.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 768 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,95%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 260.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 30372 კაცი – 77,29%, ხოლო 7 930 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 168 164 ტესტირება ჩატარდა – 56 461 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ოთხი დღის საშუალო კი 187 ინფიცირება და 7,5 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად