სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა და 276 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 276 შემთხვევა დაფიქსირდა 47-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 41 299 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა, 2-ით მეტი, წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 814 კაცია გარდაცვლილი.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 239 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 14 დღის საშუალო კი 196 ინფიცირება და 5,4 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად