სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა და 209 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 209 შემთხვევა დაფიქსირდა 82-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.
 
სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, 39 050 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.
 
ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13195-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.
 
განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა 6-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა შორის ორი 80 წლის ასაკის კაცი და სამი – 61, 72 და 80 წლის ასაკის ქალია.
 
სულ, სომხეთში კორონავირუსით 754 კაცია გარდაცვლილი.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,93%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 255.
 
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.
 
კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 29750 კაცი – 76,18%, ხოლო 8 318 განაგრძობს მკურნალობას.
 
სომხეთში სულ 166 701 ტესტირება ჩატარდა – 56 327 ყოველ მილიონ მოსახლეზე.
 
სომხეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.
 
სომხეთში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ორი დღის საშუალო კი 250 ინფიცირება და 8 გარდაცვალებაა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად