სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა და 355 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 355 კაცს დაუდგინდა, 104-ით მეტს, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 9282 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 3 136 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 131 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 50 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,41%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 44,3-ს.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 69 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 386 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 36,48%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 5 715

სომხეთში 58 065 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 19 620-ს ყოველი მილიონიდან.

გუშინ, საღამოს, სომხეთში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების წინადადებაზე, მათ შორის, იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც COVID-19 დაუდგინდათ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამის აუცილებლობა არ წარმოიშვება”

https://ipress.ge/new/pashiniani-kovid-19-than-brdzolashi-saqarthvelos-mzadqhophnas-chvens-dasakhmareblad-mivesalmebith/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად