სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა და 322 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 332 კაცს დაუდგინდა, 3-ით ნაკლებს, ვიდრე გუშინ.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 5928 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 2 003 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 74 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 28 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში კი ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგთა რჩევებს და გარდაცვლილებში აღრიცხავენ არა მხოლოდ მათ, ვისაც კორონავირუსი დადგენილი ჰქონდა, არამედ მათაც, რომლების ტესტის ჩატარებამდე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპმპტომებით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,25%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 25,0-ს.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 293 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 2874 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 48,48%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 2 952.

დღემდე, სომხეთში, 47 654 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 16102-ს ყოველი მილიონიდან.

შეგახსენებთ:

9 მაისს მსომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, რომ განაცხადა, რომ სომხეთი შემთხვევათა ოდენობის გაორმაგების 15 დღიან ეტაპზე იმყოფებოდა და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო 24 მაისს ინფიცირების 6350, ხოლო 8 ივნისს კი 12700 შემთხვევის დაფიქსირება.

19 მაისს არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ აღარ მოხდება იმ პირთა იზოლირება სავადმყოფოებსა და სასტუმროებში, რომელთაც ტესტით დაუდგინდათ კორონავირუსი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან დაავადება მსუბუქადაა გამოხატული. ამის მიზეზად მან ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მაღალი ტემპი და საავადმყოფოებში არსებული საწოლების და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების აუცილებლობა დაასახელა.

სომხეთმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს შემოიღო ერთი თვით, შემდეგ გააგრძელა იგი ორჯერ, ასევე თითო-თითო თვით გააგრძელა. ამასთან ერთად მან 4 მაისიდან მოხსნა შეზღუდვები ზოგიერთი სახის ეკონომიკურ საწქმიანობაზე, ხოლო 18 მაისიდან დაუშვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სპოტული დარბაზების, საბავშვო ბაღების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირება.

“ჩვენ ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია”, – განაცხადა გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად