სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა და 229 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 229 შემთხვევა დაფიქსირდა 28-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 41 023 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13861-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა, იმდენივე, რამდენიც წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 809 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,97%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 273.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 238 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 33897 კაცი – 82,63%, ხოლო 6 079 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 180 497 ტესტირება ჩატარდა – 60 989 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 13 დღის საშუალო კი 190 ინფიცირება და 5,5 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად