სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13455-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,94%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 261.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.
კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 31556 კაცი – 79,29%, ხოლო 7 263 განაგრძობს მკურნალობას.
სომხეთში სულ 171 600 ტესტირება ჩატარდა – 57 983 ყოველ მილიონ მოსახლეზე.
სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.
სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი ექვსი დღის საშუალო კი 212 ინფიცირება და 5,7 გარდაცვალებაა