სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 11 კაცი გარდაიცვალა და 291 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 291 შემთხვევა დაფიქსირდა 63-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, 38 841 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13124-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 11 კაცი გარდაიცვალა 1-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა შორის 6 კაცია – 41, 54, 68, 73, 79 და 83 წლის და 5 ქალი – 60, 69, 73, 80 და 81 წლის. სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულ 41 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადება არ ჰქონია.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 749 კაცია გარდაცვლილი.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,93%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 253.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 29557 კაცი – 76,10%, ხოლო 8 307 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 165 656 ტესტირება ჩატარდა – 55 974 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად