სომხეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 10 კაცი გარდაიცვალა და 662 დაინფიცირდა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 662 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 69-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 27 320 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 9231-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 10 კაცი გარდაიცვალა, 4-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში და სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,72%-ია, ხოლო ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 158.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 156 (მათ შორის, 3 გუშინ გარდაიცვალა) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 15484კაცი – 56,68%, ხოლო 11211 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 118 102 ტესტირება ჩატარდა – 39906 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად