სომხეთში, ბოლო კვირის განმავლობაში, კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპმა მოიმატა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში 526 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 9-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 30 346 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10254-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 14 კაცი გარდაიცვალა, 4-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში და სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 535-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,76%-ია.

ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 181. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 170 (მათ შორის, 6 გუშინ გარდაცვლილი) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 18 000 კაცი – 59,32%, ხოლო 11641 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 129 166 ტესტირება ჩატარდა – 43 644 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად 1 მარტს დადასტურდა. მიღებული ზომების შედეგად 28 აპრილამდე ხელისუფლებამ შეძლო კორონავირუსის გავრცელების ფართო მასშტაბები აერიდებინა თავიდან და 28 აპრილისთვის სომხეთში დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი იყო 2 აპრილის – 91 ინფიცირების შემთხვევა. სულ კი ამ დროისთვის სომხეთში 1867 კაცს ჰქონდა კორონავირუსი დადგენილი და მათგან 30 იყო გარდაცვლილი.

28 აპრილს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექცია კიდევ ერთი წელი არ გაქრება და საჭიროა შეგუება მასთან ერთად ცხოვრებისადმი. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე დაიწყო ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და მიუხედავად იმისა, რომ 30 აპრილს და1 და 3 მაისს, შესაბამისად, 134, 125 და 113 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 4 მაისიდან გაუქმდა რეჟინმი “დარჩი” სახლში და ეკონომიკისთვის არამნიშვნელოვან საწარმოებს მიეცათ მუშაობის უფლება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მხოლოდ ერთხელ 11 მაისს, დაფიქსირდა ინფიცირების 100-ზე ნაკლები (79) შემთხვევა. ინფიცირების დღიურად დადგენილი შემთხვევების რაოდენობა 16 მაისს 200-ს გადასცდა, 18 მაიის 300-ს, ხოლო 25 მაისს უკვე 452 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო კვირის განმავლობაში სომხეთში 3688 კაცს – დღიურად, საშუალოდ 527 კაცს – დაუდგინდა ინფიცირება, რაც ნაკლებია წინა კვირის, 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, მაჩვენებლებზე – 4 170 ინფიცირებული, საშუალოდ, 596 ინფიცირებული დღეში.

სომხეთში ბოლო კვირის განმავლობაში 76 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით კი გარდაცვლილთა რაოდენობა 62 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად