სომხეთში, ბოლო კვირის განმავლობაში, 82 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში 489 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 68-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 31 392 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10607-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 13 კაცი გარდაიცვალა, 2-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში და სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 559-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,78%-ია.

ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 189. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 180 (მათ შორის, 3 გუშინ გარდაცვლილი) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 19 419 კაცი – 61,86%, ხოლო 11234 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 133 104 ტესტირება ჩატარდა – 44 975 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ბოლო კვირის განმავლობაში სომხეთში 3 492 კაცს – დღიურად, საშუალოდ 499 კაცს – დაუდგინდა ინფიცირება, რაც ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებლებზე – 3991 ინფიცირებული, საშუალოდ, 570 ინფიცირებული დღეში.

სომხეთში ბოლო კვირის განმავლობაში 82 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, წინა კვირას კი გარდაცვლილთა რაოდენობა 56 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად