სომხეთში, ბოლო კვირის განმავლობაში, 77 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში 557 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 31-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 30 903 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10442-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 11 კაცი გარდაიცვალა, 3-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში და სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 546-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,77%-ია.

ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 184. ამ მაჩვენებლით სომხეთი მსოფლიოში მე-18 ადგილზეა.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 177 (მათ შორის, 7 გუშინ გარდაცვლილი) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 18 709 კაცი – 60,54%, ხოლო 11471 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 131 216 ტესტირება ჩატარდა – 44 337 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ბოლო კვირის განმავლობაში სომხეთში 3 583 კაცს – დღიურად, საშუალოდ 512 კაცს – დაუდგინდა ინფიცირება, რაც ნაკლებია წინა კვირის, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, მაჩვენებლებზე – 4 073 ინფიცირებული, საშუალოდ, 582 ინფიცირებული დღეში.

სომხეთში ბოლო კვირის განმავლობაში 77 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი გარდაცვლილთა რაოდენობა 59 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად