სომხეთმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ქალაქ კუბატლის დაკავება დაადასტურა

გუშინ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის ქალაქ კუბატლის დაკავების შესახებ დღეს სომხეთმა ოფიციალურად დაადასტურა

მოწინააღმდეგემ შეძლო კუბალტის ხელში ჩაგდება და ზოგიერთი მიმართულებით წინ წაწევა, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა
 
“ხვალ ჩვენ გიჩვენებთ ამ ტერიტორიებს ინტერაქტიული რუკის საშუალებით”, – თქვა არწრუნ ოვანისიანმა

ქალაქი კუბატლი სომხეთის საზღვართან და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლაჩინის დერეფანთან ახლოს მდებარეობს. 90-იანი წლების დასაწყისში, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ გადასვლამდე, ქალაქში 5500 მაცხოვრებელი იყო.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად