სომხეთმა 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების მიერ წერილობითი ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აკრძალა

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

სომხეთის ხელისუფლების მიერ 2020 წლის 27 სექტემბერს მიღებულია გადაწყვეტილება 55 წლამდე ასაკის პირთა გაწვევის შესახებ. 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ ტერიტორიული სამხედრო კომისარიატების წერილობითი ნებართვით, – განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში.
 
სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური აზუსტებს, რომ შეზღუდვა ეხება 48 წლამდე ასაკის რიგითებს და უმცროსს და უფროსს სერჟანტებს, 50 წლამდე ასაკის უმცროს ოფიცრებს და 55 წლამდე ოფიცერთა უმაღლეს შემადგენლობას
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად